ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები განათლების მინისტრს ხვდებიან

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, თამარ სანიკიძეს ხვდებიან.
შეხვედრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მიმდინარეობს. ცენტრის თანამშრომლების მოთხოვნები უცვლელია; ისინი სახელმწიფო მაკონტროლებლის შეცვლას ითხოვენ. ასევე, თანამშრომლები მოითხოვენ 2011 წელს მიღებული კანონის გაუქმებას, რომლის მიხედვითაც განათლების მინისტრს ცენტრის ხელმძღვანელის დანიშვნის უფლება მიენიჭა. ცენტრის თანამშრომლები ასევე მოითხოვებ, რომ გაუქმდეს რამდენიმე დღის წინ ჩატარებული კონკურსის შედეგები. ისინი კონკურსს არაობიექტურად აფასებენ და ცენტრის სათავეში ყოფილი ხელმძღვანელის, ბუბა კუდავას თანამდებობაზე აღდგენას მოითხოვენ.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლებისა და განათლების მინისტრის შეხვედრა დაახლოებით ორი საათია მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიჭავჭავაძის #43-ში ხანძარი სავარაუდოდ, წყლის გამათბობელმა გამოიწვია
შემდეგი სტატიასაქართველოსა და ირანის თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის ფარგლებში მემორანდუმი გაფორმდა