,,ხელისუფლება, რომელიც საკუთარ შეცდომებზეც ვერაფერს ვერ ისწავლის, იმას პერსპექტივა ვერ ექნება”

რესპუბლიკელებს აქვთ განცდა ტორტის მირიგი ნაჭერი მიიღონ

„ის რაც დღეს ხდება ეს “რუსთავი 2”-ს აძლიერებს, არ ასუსტებს. ეს ასუსტებს ხელისუფლებას და მისი პრობლემაა საბოლოო ჯამში“, – ასე აფასებს საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის დამფუძნებელი გია ხუხაშვილი “რუსთავი 2”-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებს.

„ის ვისაც მიყავს ეს პროცესი, ის პირველ რიგში ხელისუფლებას ებრძვის, ქართულ საზოგადოებას ებრძვის და არა “რუსთავი 2”-ს. “რუსთავი 2” ამ პროცესიდან დაზარალებული არ გამოვა. ის გამოვა უფრო გაძლიერებული, შეიძლება უფრო აგრესიული და დაზარალდება ხელისუფლება და საზოგადოება. ხელისუფლება, რომელიც საკუთარ შეცდომებზეც ვერაფერს ვერ ისწავლის, იმას პერსპექტივა ვერ ექნება“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა

banner
წინა სტატიაშისოზარ სუბარი გაერო-ს ლტოლვითა უმაღლესი კომისარიატის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე სიტყვით წარდგა
შემდეგი სტატიაარასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ