,,ხელისუფლება ევროინტეგრაციაზე საუბრობს და არანაირ საერთაშორისო ნათქვამს არ ემორჩილება”

საქართველოს ყოფილი ელჩი ევროკავშირში რუსთავი 2-ს სოლიდარობას უცხადებს და ამბობს, რომ ის მხარში უდგას არა რუსთავი 2-ს არამედ თავისუფალ სიტყვას, რომელიც დღეს ამ არხზე ისმის. სამადაშვილი მოუწოდებს მოქალაქეებს და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს დაიცვან ხვალ სიტყვის თავისუფლება.

“რუსთავი 2-ში წყდება ჩვენი მომავალი. დღევანდელი ხელისუფლება ძალიან დიდი შიშით უყურებენ არჩევნებს, იმიტომ რომ ნორმალურ ჩარჩოში სტატისტიკური შანსიც კი არ აქვს არჩევნები მოიგონ. დემოკრატიული არჩევნები, რომ ვერ შედგეს ინფრასტრუქტურა დღეს იქმნება. ხელისუფლება ევროინტეგრაციაზე საუბრობს და არანაირ საერთაშორისო ორგანიზაციის ნათქვამს ის არ ემორჩილება, პარალელურად რუსეთი თარეშობს საქართველოში. მთავრობა ახრჩობს პროდასავლურ მედიას პროდასავლურ მოთამაშეებს. ჩვენ ხვედავთ, რომ პირდაპირ მიდის იერიში ყველა პროდასავლურ მოთამაშეზე. თუ ვინმე იბრმავებს თავალს ეს მისი არჩევანია. დღეს ქვეყანაში ივანიშვილი 2 ჩიტის ერთი ტყვიით მოკვლას გეგმავს. ერთის მხრივ შეზღუდოს თავისუფალი სივრცე და ამით უფრო კომფორტული გარემო შეიქმნას, მეორეს მხრივ საერთაშორისო თანამეგობრობას უხერხულ მდგომარეობაში აყენებს როგორ უნდა მიიღონ ბრიუსელში გადაწყვეტილება რომ სავიზო რეჟიმი გაუხსნან საქართველოს თუ ხვალ რუსთავი 2 დაიხურა. ამ გარემოში ვცხოვრობთ დღეს. მე არ მაინტერესებს ხალვაშის იქნება თუ ვინმე სხვა ადამიანის მე მინდა, რომ რუსთავი 2 დამოუკიდებელი საშუალება იყოს და ის მედიაექსპერტების აზრით დღეს არის დამოუკიდებელი და ხალხს უყვება ამბებს რაც ქვეყანაში ხდება. ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს მოვუწოდებ და ყველა ადამიანს, რომ დაიცავით ხვალ რუსთავი 2 და მომავალი,”- აცხადებს სალომე სამადაშვილი.

banner
წინა სტატიაში,,თუკი საზოგადოება ფიზიკურად გამოვა და დაიცავს რუსთავი 2-ს ხელისუფლება ამას ვერ განახორციელებს”
შემდეგი სტატიათსუ-ის სტუდენტებმა რექტორის კაბინეტთან შიმშილობა დაიწყეს