ხელისუფლება გაცილებით დემოკრატიულია, ვიდრე საზოგადოება-ირაკლი სესიაშვილი

საქართველოს პრეზიდენტს ეკონომიკურ საკითხებში ჩარევის პირდაპირი კომპეტენცია არ გააჩნია

ხელისუფლება გაცილებით დემოკრატიულია, ვიდრე საზოგადოება, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა გადაცემა “რეაქციაში” სტუმრობისას განაცხადა.
“პირველ რიგში უნდა ვიზრუნოთ, რომ სამართლიანი სასამართლო გვქონდეს. ამას დროს სჭრიდება. რა თქმა უნდა, არ ვართ ჩვენ სუპერპროფესიონალები და ამის გამოცდილება ქვეყანას არ ჰქონდა. ბევრმა შეიძლება კრიტიკულად მიიღოს ჩემი ეს განცხადება, განსაკუთრებით მედიამ, მაგრამ დღეს მე მიმაჩნია, რომ ხელისუფლება გაცილებით დემოკრატიულია, ვიდრე საზოგადოება, იმიტომ, რომ საზოგადოება ჩვენ გვთხოვს დემოკრატიას, მაგრამ, მეორეს მხრივ, დიქტატორული მეთოდებით გვთხოვს იმ სურვილების დაკმაყოფილებას, რაც 9-წლიანმა ტანჯვა-წამებამ გამოიწვია. მედიაც ვერ გაერკვა დემოკრატიულ პირობებში რა ადგილი დაიკავოს და ზოგი ისტერიკაშია ჩავარდნილი, ზოგი პოლიტიკური პარტიის ლობისტი გახდა, ზოგს ადგილი აღარ ეყო, რომ დაეკავებინა”, – განაცხადა სესიაშვილმა და დასძინა, რომ ხელისუფლება მზადაა, საკუთარი პოლიტიკური ინტერესები დააზარალოს და ქვეყნის – არა.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ხსენებაზე დეპუტატებს მიკროფონს მყისიერად ურთავს-ზურაბ ჯაფარიძე
შემდეგი სტატიადღეს მომსწრენი გავხდით, როგორ გვემუქრებოდა ვანო მერაბიშვილი