“ხელისუფლებას სახელი აქვს გატეხილი, ძნელია ამ ვერსიის დაჯერება,”- გივი თარგამაძე

დეპუტატი გივი თარგამაძე იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე საუბრობს. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრს მიაჩნია, რომ საქმეში ბევრი კითხვის ნიშანია და საგამოძიებო ორგანოს დეტალების გასაჯაროებისკენ მოუწოდებს.

“ირაკლი შოთაძემ თქვა, რომ კითხვებზე პასუხისთვის მზად იყო თუმცა არ უსაუბრია მთავარ დეტალზე-რა იყო მკვლელობის მოტივი. არ ვიცი ძნელი დასაჯერებელია ის, თუ რატომ მოკლა მოქმედმა პოლიციელმა იური ვაზაგაშვილი. ხელისუფლებას სახელი აქვს გატეხილი ასე, რომ ძნელია ასე უბრალოდ მოწოდებული ვერსიის დაჯერება. იმისათვის, რომ დავიჯეროთ მტკიცებულებებია საჭირო,”- განაცხადა გივი თარგამაძემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი შოთაძე – “იზოლენტის” წებოვანმა გარსმა უზრუნველყო ის, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელის დნმ-ის კვალი დარჩა
შემდეგი სტატიაეკა ბესელია იური და ზურაბ ვაზაგაშვილების მკვლელობებს ერთმანეთს უკავშირებს