“ხელისუფლებას თუ რამის თავი აქვს, ჟვანიას საქმე დროულად უნდა დაასრულოს”

ნინო ბურჯანაძე: ვიმედოვნებ, რომ თუნდაც საარჩევნოდ, „ქართული ოცნება“ შეეცდება სამართლიანობა ადამიანების გარკვეული ნაწილის მიმართ მაინც აღდგეს

„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის განცხადებით, ქვეყნის ყოფილი პრემიერის, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით რაც ხდება, ამ ხელისუფლების უსუსურობის ბრალია.

ამის შესახებ ნინო ბურჯანაძემ გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ საუბრისას განაცხადა.

„არაერთგზის მოგვისმენია განცხადებები ამ ხელისუფლებისგან, რომ ჟვანიას საქმე გახსნილია და აი, ახლა საზოგადოება ყველაფერს გაიგებსო! თუ ეს საქმე გახსნილია, მაშინ რა ხდება, რატომ არის ამდენი ლაპარაკი? ამ ხელისუფლებას, თუ რამის თავი და უნარი აქვს, ჟვანიას საქმე დროულად უნდა დაასრულოს და საზოგადოებას ერთხელ და სამუდამოდ გასცეს პასუხი! რაც ახლა ხდება, ეს ამაზრზენია და ნამდვილად არანაირ ჩარჩოებში აღარ ჯდება!“- განაცხადა ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაშიეგვიპტემ ისლამისტებს ავიადარტყმებით უპასუხა
შემდეგი სტატიაგიგი უგულავა ახალი ბრალის წაყენებას ელოდება-„ველოდები პროკურორებს მატროსოვზე,“- უგულავა