„ხელისუფლებამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რომ არ აჰყვა პროვოკაციებს“

გუგული მაღრაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დეპუტატ გუგული მაღრაძის განცხადებით, ხელისუფლება იმ ვითარებაში, რაშიც ახლა ქვეყანა იმყოფება, სწორ გადაწყვეტილებებს იღებს.

როგორც „პირველ პრესკლუბში“ მაღრაძემ განაცხადა, გათვლები იყო, რომ აღნიშნული ვიდეოების გამო უნდა დაპატიმრებულიყვნენ ნიკა გვარამია და გიგა ბოკერია, რასაც შემდეგ არეულობა უნდა მოჰყოლოდა.

“პრემიერ-მინისტრმა მიმართა მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტს, რომ მათი ხელისუფლების ერთ-ერთი წევრი, მსგავსი ტიპის განცხადებებს არ უნდა აკეთებდეს და მას პასუხი უნდა მოეთხოვოს იმ სტანდარტებით, რაც ყველა ქვეყანას უნდა გააჩნდეს. ჩემი აზრით, უკრაინის ხელისუფლემაც სათანადო ზომები უნდა განახორციელოს. რაც შეეხება ქვეყნის შიგნით მდგომარეობას, ვფიქრობ, რომ ხელისუფლებამ სწორი პოზიცია დაიჭირა, რომ არ აჰყვა ამას. გათვლები იყო, რომ უნდა დაპატიმრებულიყო გვარამია, ბოკერია და ამას ამბავი მოჰყოლდა. ხელისუფლებას სწორი პოზიცია აქვს“, – განაცხადა მაღრაძემ.

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველი ეუთო-ს წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა
შემდეგი სტატიათბილისის მერია განცხადებას ავრცელებს