ხელისუფლებამ სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით ძველი რეგულაციები უნდა დააბრუნოს

მეამაყება, რომ ჩემი კონკურენტი გიორგი ვაშაძე იყო

საპარლამენტო უმცირესობის წევრის გიორგი ვაშაძის თქმით, ხელისუფლებამ სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით ძველი რეგულაციები უნდა დააბრუნოს.
როგორც გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ახალი სავიზო რეგულაციებით ქვეყანამ 400 მილიონზე მეტი დაკარგა.
“ქვეყანა გააუბედურეს იმ რეგულაციებით, რაც მიიღეს და ამით 400 მილიონზე მეტი დაკარგეს. წულუკიანი გამწარებულია საქართველოს მოქალაქეებზე და მსოფლიოზე და ეს რეგულაციების მანიაში გადაეზარდა. რაც რეგულაციები შემოაქვთ კატასტროფის მომტანია და ვითხოვთ ისევ ძველი რეგულაციები შემოვიდეს კანონში. ამასთან, დაკავშირებით ვითხოვთ ასევე წულუკიანის და პრემიერის პარლამენტში მოსვლას. წულუკიანმა უნდა განგვიმარტოს, რომელმა ევროპელმა უთხრა მას ამ რეგულაციების შემოღება კანონში, რომლითაც ამერიკელს და ევროპელს საქართველოში შემოსვლა უჭირს”, – განაცხადა ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშილონდონის ცენტრში ორი დღეა ცეცხლია
შემდეგი სტატიაფრაქცია “თავისუფალი დემოკრატები” თბილისის საკრებულოში საქმიანობას წყვეტს