“ხელისუფლებავ ოკუპანტთან ან დიალოგი უნდა აწარმოოთ, ან მათ “ფეხქვეშ მიწა უნდა იწვოდეს”– ჯუმბერ კირვალიძე

გამოაფხიზლა და შეაკავშირა ქართველი ხალხი

"ბიძინა ივანიშვილი "დროში აცდენილია" და ამას ვერ ხვდება"! ჯუმბერ კირვალიძექართლის სოფლების, ორჭოსანის და ხურვალეთის მიმდებარე საოკუპაციო გამყოფი ხაზის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოში მოქმედი სხვადასხვა პოლიტიკური ძალები და არასამთავრობო ორგანიზაციები, ქვეყნის ხელისუფლებისაგან ითხოვენ რუსეთის საწინააღმდეგო აგრესიული რიტორიკის განახლებას და მოქმედებას. ამ პარტიების და არასამთავრობო სექტორის ლიდერების პოზიცია და გამონათქვამები, ხშირ შემთხვევაში ატარებენ დესტაბილიზაციის გამომწვევ ხასიათს. მინდა შევახსენო ამ ბატონებს, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებული და “დამოუკიდებლობა აღიარებულია” რუსეთის მიერ, ხოლო ცხინვალის რეგიონში (თბილისიდან 50 კმ–ში!) და აფხაზეთში რუსული სამხედრო ბაზებია, სადაც – 10 000 მდე სამხედრო მოსამსახურე–ოკუპანტია დისლოცირებული.

მე მაქვს შეკითხვა, არა ანგაჟირებულ პოლიტიკანებთან ან “ნჯეოშნიკ” გრანტიჭამიებთან (მათთან, “ყველაფერი ნათელია”!), არამედ, იმ პატიოსან და მართლა გულანთებულ პატრიოტებთან, რომლებიც გამოსავალს ეძებენ არსებული გაუსაძლისი და დამამცირებელი მდგომარეობიდან. როგორ ფიქრობთ, ქართული სახელმწიფოს და საზოგადოების ადგილზე, ანუ ოკუპაციის პირობებში, რას მოიმოქმედებდნენ დასავლეთის ქვეყნები და საზოგადოებები, თუ მშვიდობიანი დიალოგით ოკუპანტთან ვერ შეძლებდნენ დეოკუპაციის მიღწევას?! სანამ თქვენ მიპასუხებთ, მანამ მე გიპასუხებთ. საქმე ის არის, რომ ნებისმიერი თავმოყვარე საზოგადოება, რომელიც განეკუთნება ცივილიზებულ სამყაროს, თუ მას იმედი გადაეწურებოდა მშვიდობიანი და მოლაპარაკებების გზით აღედგინა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, მაშინ, იგი გადაწყვეტდა საომარ მოქმედებებზე გადასვლას და შეებრძოლებოდა ოკუპანტს საკუთარი მიწა–წყლის გასათავისუფლებლად.

პაგონიანების ბეზპრედელი" ისევე უნდა აღიკვეთოს, როგორც "ქურდული სამყაროს" პარპაში" – ჯუმბერ კირვალიძეამიტომ, მივმართავ ხელისუფლებას. თქვე დალოცვილებო, თუ სამშვიდობო გზა ამოწურულია, რაც არასწორი მგონია, უბრალოდ გონიერება არ გყოფნით, რომ ოკუპანტ რუსეთთთან დიალოგით სასურველი შედეგი მიიღოთ, მაშინ, გეყოთ სიმამაცე და ორგანიზებულობა, მოუწოდეთ მთელს დემოკრატიულ, თავისუფალ სამყაროს, რომ სხვა არჩევანს არ გვიტოვებს ოკუპანტი და რომ ქართული სახელმწიფო და ქართველი ხალხი იძულებული ვართ, – პარტიზანული ომი გავაჩაღოთ ოკუპანტის წინააღმდეგ და თუნდაც დავმარცხდეთ და გავნადგურდეთ, მაგრამ შევინარჩუნოთ ჩვენი და ჩვენი მომავალი თაობის ეროვნული და ადამიანური ღირსება!! დიახ, ჩვენს მიწაზე ვიომოთ სისხლის ბოლო წვეთამდე, ისე კი არა, როგორც ლაჩარმა სააკაშვილმა “გვაომა” 2008 წლის აგვისტოში. პატრიოტ ქართველებს მინდა ვუთხრა და გავაფრთხილო, ნუთუ ვერ ხვდებით, რომ ზოგიერთ პოლიტიკანს და ნაძირალას თქვენი გამოყენება სწადია, რათა ქვეყანაში დესტაბილიზაცია დაიწყოს, თორემ მათ დიდად არ ადარდებთ არც საქართველო და არც ჩვენი შვილების მომავალი!! და იცოდეს ყველამ, რომ – ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი..
პ.ს. “ხელისუფლებავ! ოკუპანტთან ან დიალოგი უნდა აწარმოოთ, ან მათ “ფეხქვეშ მიწა უნდა იწვოდეს”, თქვენ კი არცერთს არ აკეთებთ!!!…

banner
წინა სტატიაში“თაიმერი” და მილანის თანამედროვე ხელოვნების გალერეა!!!
შემდეგი სტატიაბუკინგემის სასახლე გამოქვეყნებული ფოტოს გამო მწუხარებას გამოთქვამს