ხაჯინბა ქართველთა ბინებს თავის ხალხს ურიგებს

ხაჯინბა ქართველთა ბინებს თავის ხალხს ურიგებს

საუბარია აფხაზეთში არსებულ ე.წ. ,,თავისუფალ,, ბინებზე, რომელიც რეალურად აფხაზეთიდან ომის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთრებაა და რომლის დაკანონებასაც დე-ფაქტო ხელისუფლება საკუთარი მოქალაქეებისათვის გეგმავს.

აფხაზური მედიის ცნობით, აფხაზეთის დე-ფაქტო პროკურატურამ საკუთარ პრეზიდენტს აფხაზეთში არსებული თავისუფალი ბინების სია წარუდგინა, რის შესახებაც დე-ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯინბამ აფხაზეთი ე.წ. სამამულო ომის ინვალიდებთან შეხვედრისას განაცხადა.

,,დღეისათვის ჩვენ გვაქვს სია იმ თავისუფალი ბინებისა, რომელიც არა მხოლოდ სოხუმში, არამედ აფხაზეთის სხვა ქალაქებში გამოჩნდა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს ბინები იმ ხალხს გადაეცეთ ვინც დაიმსახურა. ესენი ჩვენი ინვალიდები და ახალგაზრდა ოჯახები არიან, რომლებიც წლებია რიგში დგანან,, განაცხადა ხაჯინბამ, რომელმაც ასევ აღნიშნა, რომ პროკურატურის წარმომადგენლებმა 100-ზე მეტი თავისუფალი ბინა მხოლოდ სოხუმში გამოავლინეს.

 

banner
წინა სტატიაშიარანაირი ფედერაცია უკრაინასთან
შემდეგი სტატიააფხაზური ენის და ლიტერატურის გამოცდები სოხუმის მე-10 სკოლის 21 მოსწავლედან 15-მა ვერ ჩააბარა