ხაჯიმბას საფეხბურთო პარანოია

ხაჯინბა ქართველთა ბინებს თავის ხალხს ურიგებს

«მათ შორის {აფხაზეთიდან საქართველოში წამოსულები} ორი იმიტომ გავიდა, რომ მათი შვილები იყვნენ ცუდად და გარკვეული პერიოდი იქ იყვნენ. ისინი კი… ვინც შემდეგ გავიდა, სახელმწიფო უშიშროების სამსახური გაერკვევა ყველაფერში და ყველა შეკითხვაზე გაცემული იქნება პასუხი. ეს იმის მაჩვენებელია, უკანასკნელი წლების მანილზე ჩვენ რამდენად ვაქცევდით ყურადღებას იმას, რომ ჩვენ, ამ ომში გამარჯვებულები ისევ მზად ვართ იმისთვის, რომ ჩვენს მოწინააღმდეგესთან თავი ხელახლა დავხაროთ» – განაცხადა აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ «ბარსელონა» – «სევილიას» თბილისში გამართული მატჩზე აფხაზი გულშემატკივრების დაესწრების გამო.
შეგახსენებთ, რომ ბარსელონა-სევილიას თამაშზე აფხაზების დასწრებას არაერთგვაროვანი რეაქცია მოყვა თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში. საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის, რომ მსგავსი ქმედებები 1992-1993 წლების ომში დაღუპული ხალხის ხსოვნის შეურაცხყოფაა, რომელზეც «ყველამ პასუხი უნდა აგოს».
აფხაზურ მედიაში აღნიშნულ ფაქტს არა ერთი პუბლიკაცია მიეძღვნა, სადაც ცალსახად გმობდნენ აფხაზი ახალგაზრდების თბილისში მატჩის დასწრების ფაქტს.

https://youtu.be/dXPoue7wHiM

banner
წინა სტატიაშიფსიქოლოგებმა მარტოხელების ბედნიერების საიდუმლო ამოხსნეს
შემდეგი სტატიამზადება ომისთვის ან შეთანხმება რუსეთსა და საქართველოს შორის