ხარშილაძეს 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, ძაძამიას კი 8 თვიანი პატიმრობა შეეფარდა

ნაფიცმა მსაჯულებმა კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას ბრალდების საქმეზე ერთპიროვნული გადაწყვეტილება ვერ მიიღეს

ნაფიცმა მსაჯულებმა კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას ბრალდების საქმეზე ერთპიროვნული გადაწყვეტილება ვერ მიიღესზურაბ ჟვანიას საქმეზე ბრალდებულებთან დაკავშირებით, ნაფიცმა მსაჯულებმა მოსამართლეს შემამსუბუქებელი სასჯელის რეკომენდაციით მიმართეს.

ნაფიცი მსაჯულების რეკომენდაციის შემდეგ კი, მოსამართლემ გარდაცვლილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილ წევრებს სასჯელის ზომა განუსაზღვრა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, მიხეილ ძაძამიას 11 თვითა და 41 დღით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამნისტიის შესახებ კანონის შესაბამისად კი, ბრალდებულს გარკვეული პერიოდი მოაკლდა და საბოლოოდ ძაძამიას სასჯელის ზომად 8 თვე და 23 დღე განესაზღვრა.

რაც შეეხება კობა ხარშილაძეს, მოსამართლის გადაწყვეტილებით მას 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი, ხაჯიმბა და თიბილოვი 14 აგვისტოზე
შემდეგი სტატია„ოცნებაში“ ახალი განხეთქილება მზადდება?!