ხარკოვის ტერქატის მომწყობებმა იარაღი რუსეთში მიიღეს

hxoxfodfoymnba bvmtkhvpjzუკრაინის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის მრჩეველი მარკიან ლუბკივსკის განცხადებით, ხარკოვის ტერაქტში მონაწილე, გუშინ დაკავებული ოთხივე პირი, ტერორისტული დაჯგუფება ,,ხარკოველი პარტიზანების,, წევრია.

მათი დაკავება მაშინ მოხდა, როცა ისინი მეორე ტერაქტის განხორციელებას ცდილობდნენ. ტერორისტებს ცეცხლმთყორცნი ,,შმელიდან,, უნდა გაეხსნათ ცეცხლი ხარკოვის იმ კლუბის მიმართულებით, სადაც ანტიტერორისტული ოპერაციის მონაწილე მებრძოლები და ვალანტიორები უნდა შეკრებილიყვნენ, აცხადებს ლუბკივსკი.

დაკავებულთა განცხადებით, რუსული წარმოების ცეცხლმტყორცნი იარაღი ,,შმელი,, ჯგუფის ლიდერს რუსეთის ქალაქ ბელგოროდში გადასცეს, აცხადებს უშიშროების შეფის მრჩეველი.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ, ცოტა ხნით ადრე გაკეთებულ განცხადებაში, დაჯგუფება ,,ხარკოველ პარტიზანებს,, ფე-ეს-ბე-ს ვირტუალური საფარი უწოდა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ხარკოვში ,,ღირსების მარშის,, მონაწილეებს აფეთქება მოუწყვეს, რომლის დროსაც 3 ადამიანი დაიღუპა და 9 დაიჭრა. დღევანდელი დღე, 23 თებერვალი კი, ხარკოვში ტრაურის დღედ გამოცხადდა.

banner
წინა სტატიაში“ოსკარებზე” მსახიობ მიშა მესხს ჩაეძინა
შემდეგი სტატია“თავისუფალმა დემოკრატებმა” საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარის პოსტები დატოვეს