ხანძრის შედეგად დაშავებული ორი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა

ხანძრის შედეგად დაშავებული 11 ადამიანი მკურნალობის კურსს თბილისის სხვადასხვა კლინიკაში გადის.

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში სავაჭრო ცენტრ „გორგიადან“ 6 მამაკაცია გადაყვანილი. ყველა მათგანი „გორგიას“ თანამშრომელია. მათგან 4-ს მდგომარეობა შედარებით სტაბილურია, 2-ის მდგომარეობა კი – შედარებით მძიმე. ისინი ინტენსიური მკურნალობის პალატაში დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან.

მათ აღენიშნებათ სასუნთქი გზების დამწვრობები და შენასუნთქი აირების ტოქსიკური ეფექტები.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძის განცხადებით, დაჯარიმებულ ნავთობკომპანიებს უფლება აქვთ გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრონ
შემდეგი სტატიამურატ ჯიოევი: ჩვენ სასაზღვრო ხაზი არასდროს დაგვირღვევია