აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ბაქოში დღეს დილით აზალდიგის პროსპექტზე მდებარე მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის მსხვერპლმა, ამ მომენტისთვის 15 ადამიანს გადააჭარბა…
აზერბაიჯანის პოლიციამ ბაქოში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის გამო ერთი პირი დააკავა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, დაკავებული მირიუსიფ მაჰმუდოვი იმ სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელია, რომელმაც აღნიშნული საცხოვრებელი სახლი ააშენა.
აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებული მშენებლობის დროს დაბალი ხარისხის მასალის გამოყენებაშია ბრალდებული, რამაც საცხოვრებელ კორპუსში დღეს ხანძრის ძალიან სწრაფად გავრცელება გამოიწვია.