„ხალხი ითხოვს და იღებს ცვლილებებს“, – დავით ბაქრაძე

შეძრწუნებული ვარ თბილისში დატრიალებული უბედურებით... ვიზიარებ თითოეული დაღუპულის ოჯახის ტრაგედიას და ვუთანაგრძნობ ოჯახის წევრებს... სტიქიის და წვიმის მეტი რა გვინახავს, მაგრამ ასეთი უბედურება ჯერ არ დატრიალებულა... ახლა არ არის პოლიტიკური განცხადებების და ბრალდებების დრო - ქალაქს და ხალხს სჭირდება პატრონი და მიმხედავი. სწორედ ამიტომ, ვაუქმებ დღეს ხალხთან დაგეგმილ შეხვედრებს ბათუმში, ასევე ვაუქმებ კიევში დაგეგმილ მივლინებას და სასწრაფოდ ვბრუნდები თბილისში. ხელისუფლებას ვთავაზობ, შევქმნათ მოხალისეთა ჯგუფები, რომლებიც მერიასთან ერთად იმუშავებენ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის - ამ კრიტიკულ ვითარებაში მზად ვარ, გვერდით გადავდო ყველანაირი პოლიტიკური უთანხმოება და ჩემს თანამოაზრეებთან ერთად, შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერი გავაკეთო თბილისელების დასახმარებლად.

„საზოგადოება ითხოვს ცვლილებებს, როცა ხელისუფლება ამას ვერ აკეთებს, ხალხი ითხოვს და იღებს ცვლილებებს“, – ეს განცხადება ჟურნალისტებთან რამდენიმე წუთის წინ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ გააკეთა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრს მიაჩნია, რომ აუცილებელია მთავრობის სრული შეცვლა.

„საზოგადოებაში არსებობს ძალიან სერიოზული მოლოდინი ცვლილებების მოლოდინი. როდესაც ხელისუფლებას არ შეუძლია მიაწოდოს ცვლილებები. მაშინ საზოგადოება თავად ითხოვს და იღებს. ჩვენი პოზიციაა მთავრობის მთლიანად შეცვლა, მთავრობის ნაწილის შეცვლა ვერანაირ სიკეთეს ვერ მოუტანს საზოგადოებას და ქვეყანას,“ – აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშისომხეთმა ბიბილოვის ვიზიტი დაადასტურა (ყავის დასალევად ყოფილა)
შემდეგი სტატიანაციონალური მოძრაობა მინისტრთა კაბინეტის ეკონომიკურ გუნდს აკრიტიკებს