“ხალხის პარტიას” ალექსანდრე შალამბერიძე უხელმძღვანელებს

“ხალხის პარტიას” ალექსანდრე შალამბერიძე უხელმძღვანელებს. ალექსანდრე შალამბერიძე “ხალხის პარტიის” წევრებმა პარტიის თავმჯდომარის პოსტზე დაასახელეს.
“ინტერპრესნიუსთან” საუბარში ალექსანდრე შალამბერიძემ განაცხადა, რომ წლების განმავლობაში ის “ხალხის პარტიის” პოლიტიკური მდივანი იყო.
“საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შემდეგ კობა დავითაშვილმა “ხალხის პარტიის” თავმჯდომარის პოსტი დატოვა და ეს თანამდებობა ვაკანტურია. პარტიის წევრებმა წამოაყენეს ჩემი კანდიდატურა თავმჯდომარის პოსტზე. პარტიის ყრილობა ჩატარდება შაბათს, 13.00 საათზე, კინოს სახლში, სადაც პარტიის თავმჯდომარის არჩევა მოხდება”, – განაცხადა შალამბერიძემ.
“ინტერპრესნიუსთან” საუბარში ალექსანდრე შალამბერიძემ განაცხადა, რომ ის აპირებს დატოვოს პარტია “თავისუფალი საქართველო”, სადაც ამჟამად გენერალური მდივნის პოსტი უკავია.

banner
წინა სტატიაშისოფელ ფარიზში მომხდარ მკვლელობაში დამნაშავე პირი გამოვლენილია
შემდეგი სტატიამუშტაიდის ბაღთან “მერსედესი” ყვითელ ავტობუსს შეეჯახა