ხათუნა ლაგაზიძე: ხელისუფლება ლარის კიდევ გაუფასურებას ელოდება და შემდეგ შეცვლის მინისტრებს

ხელისუფლების პოზიცია საოკუპაციო ხაზთან სახელმწიფოებრივ ინტერესებს აკნინებს

ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე EBRD-ის ბიზნესფორუმის შემდეგ ფინანსთა მინისტრის შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ საზოგადოება ლარის გაუფასურებაზე პასუხს ხელისუფლებისგან ელის.

„პასუხი ერთგვარი მსხვერპლთშეწირვის ფორმითაც შეიძლება განხორციელდეს. ამ შემთხვევაში პოსტებიდან გარკვეული თანამდებობის პირების ჩამოცილებას ვგულისხმობ. ბუნებრივი იქნებოდა, სამთავრობო ცლილებებისას ხელისუფლებას ეკონომიკური გუნდის მინისტრები შეეცვალა. ვფიქრობ, სამწუხაროდ, ხელისუფლება ლარის კიდევ უფრო გაუფასურებას ელოდება და ლარის გაუფასურების ყველა ეტაპზე ხომ არ შეცვლის მინისტრებს, ამიტომ როცა კრიტიკულ ნიშნულამდე მიაღწევს ლარი და იმედი მიეცემა, რომ მისი გაუფასურება შეჩერდება, მერე შეცვლის ეკონომიკური გუნდის მინისტრებს. დღეს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი სტუმრისგან ხადურის ხოტბა-დიდება მოვისმინეთ, თუმცა იმ სიტუაციაში, რაც დღეს საქართველოშია, აბსოლუტურად კონტექსტიდან ამოგლეჯილია ეს“, – განაცხადა ლაგაზიძემ.

13 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ EBRD-ის ბიზნესფორუმის დასრულების შემდეგ ფინანსთა მინისტრი თანამებობას დატოვებს. გავრცელებული ცნობით, ნოდარ ხადურის საქმიანობა უარყოფითად იქნა შეფასებული, მათ შორის, საერთაშორისო ექსპერტების მიერ და მისი თანამდებობიდან წასვლა გადაწვეტილია.

banner
წინა სტატიაშიEBRD-იმ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2.3%-მდე შეუმცირა
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი: მთავრობის კიდევ ერთი პრიორიტეტული სფეროა განათლება