“ხადური წადი”-ხადურისა და კვირიკაშვილის შეხვედრა ბიზმესმენებთან აქციის ფონზე მიმდინარეობს

23“ხადური წადი,” “გაღარიბებული საქართველო,” “რიგითი ლარიანის გადასარჩენად”-ამ შინაარსის ტრანსფარანტებით სასტუმრო “თბილისი მარიოტთან” საპროტესტო აქცია იმართება.

არასამთავრობო ორგანიზაცია “თავისუფალი ზონა” და რამდენიმე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრების ქმედებების გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ.

აქციის პარალელურად სასტუმრო “თბილისი მარიოტში” ეკონომიკისა და ფინანსთნა მინისტრები ბიზნესმენებს ხვდებიან. ამ შეხვედრაზე ლარის კურსისა და ეკონომიკის შესახებ უნდა იმსჯელონ.

საპროტესტო აქციის მონაწილეები მთავრობას და კონკრეტულად ეკონომიკური გუნდის მინისტრებს უმოქმედობაში ადანაშაულებენ და მათ გადადგომას მოითხოვენ.

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და ეკონომიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი უკვე “თბილისი მარიოტში” იმყოფებიან. მინისტრებს სასტუმროს ცენტრალური შესასვლელით, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, არ უსარგებლიათ.  ხადური და კვირიკაშვილი “თბილისი მარიოტში” სხვა შესასვლელიდან შევიდნენ და ბიზნესმენებთან შეხვედრას მართავენ. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, მინისტრები  სასტუმროში სამზარეულოს მხრიდან შევიდნენ.

 

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი: ველოდებით, რომ მოვისმენთ ამ ვითარებიდან ეფექტურად გამოსვლის გეგმას
შემდეგი სტატია,,თუ რუსეთი უკრაინაში დღეს არ გავაჩერეთ, ხვალ მას მოლდოვასა და ბალტიისპირეთში ვიხილავთ,, აცხადებს დევიდ კემერონი