“ხადურის გადამალვით რაიმე გაუმჯობესდება ეკონომიკაში?” – აკაკი მინაშვილი

160 მილიონი ლარით ბიუჯეტის შემცირების საკითხზე კენჭისყრა პარლამენტში დღის ბოლოს გაიმართება. პარლამენტის სხდომაზე ამ წუთებში წლევანდელი ბიუჯეტის შეკვეცაზე მსჯელობენ. პროექტს ფინანსთა მინისტრის მოადგილე წადრადგენს.

გიორგი კაკაურიძე დეპუტატების კითხვებს პასუხობს. 2015 წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტში შეტანილ ცვლილებებს უმრავლესობა მხარს უჭერს. ქართულ ოცნებაში მიაჩნიათ, რომ მნიშვნელოვანი თანხების დაზოგვა მოახერხეს. ოპოზიცია კი სოციალური პროექტების დაფინანსების შემცირებაზე ლაპარაკობს.

პოლიტიკური ოპონენტების შეკითხვების დიდი ნაწილი უკავშირდებოდა დაზოგილ ადმინისტრაციულ ხარჯებს. როგორც საპარლამენტო უმცირესობაში აცხადებენ, რეალურად ბიუჯეტის შემცირება არის სეკვესტრი, რაც დაგვიანებულია.

ოპოზიციის უკმაყოფილების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის ფაქტია, რომ მათ კითხვებს არა მინისტრი ხადური, არამედ მისი მოადგილე პასუხობს.

“ხადურის გადამალვით რაიმე გაუმჯობესდება ეკონომიკაში, თუ ის რომ არ გამოჩნდება, ქვეყანას ფინანსურად რაიმე წინსვლა ექნება? – კითხულობს აკაკი მინაშვილი.

banner
წინა სტატიაში“ტასოევი ვინ ჯანდაბაა?”- გია ვოლსკი
შემდეგი სტატიაანდრო ბარნოვმა საოკუპაციო ხაზთან მომხდარი ინციდენტზე განმარტება გააკეთა