ხოდორკოვსკი არჩევნებზე მასშტაბური დაკვირვებისთვის ემზადება

რუსეთმა ყირიმი შესაძლებელია ჰონკონგის მოდელით დააბრუნოს

რუსეთმა ყირიმი შესაძლებელია ჰონკონგის მოდელით დააბრუნოსსაზოგადოებრივი მოძრაობა “ღია რუსეთი” ვოლონტიორ-დამკვირვებლებს ამზადებს არჩევნებისთვის – ამის შესახებ გუშინ განაცხადა მიხეილ ხოდორკოვსკიმ საკუთარ ვებ გვერდზე. მისი თქმით, “ღია რუსეთი” საკუთარ ძირითად საქმიანობას 2016 წლისათვის ზუსტად ამ როლში ხედავს და იწყებს პროექტს “ღია არჩევნები” – განაცხადა პოლიტიკოსმა.
ხოდორკოვსკიმ ხაზი გაუსვა, რომ “ღია რუსეთი” არ არის პოლიტიკური პარტია და არ წარადგენს საკუთარ კანდიდატურებს არჩევნებზე. ამასთანავე, მან აღიარა, რომ მის მიერ დაარსებული მოძრაობა “დემოკრატიულ კოალიციას” დაუჭერს მხარს და შეძლებისდაგვარად მათ დახმარებასაც გაუწევს.

“ღია რუსეთის” დამაარსებელმა განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლება “ყველაზე ბინძურ და არაკანონიერ გზებს” იყენებს ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ.

banner
წინა სტატიაშიАВС: ამერიკის მოქალაქეს ისლამური სახელმწიფოს უფროსის ძალადობას ემსხვერპლა
შემდეგი სტატიასოზარ სუბარმა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამის შესახებ შეხვედრა გამართა