ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია

საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ქართველმა ძიუდოისტებმა ფინალში ჰოლანდიის ნაკრები დაამარცხეს. მანამდე კი იტალიის, გერმანიის და უკრაინის ნაკრებებს მოუგეს. ამ ასაკში ევროპის გუნდური ჩემპიონატი პირველად ჩატარდა და შესაბამისად, საქართველო ისტორიული ჩემპიონატის პირველი გამარჯვებული გახდა.

ინდივიდუალურ შეჯიბრში საქართველოს ნაკრებმა 2 ოქროს, 3 ვერცხლის და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ევროპის ჩემპიონები გახდნენ მზია ბებოშვილი და ლაშა დუდაშვილი. ამ ნაკრების წევრები ივლისის ბოლოს თბილისში ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე იასპარეზებენ.

banner
წინა სტატიაშისაკანონმდებლო ორგანოში ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს
შემდეგი სტატია“მთავარი სოციალური პაკეტები და პროექტები არ შეჩერდება და არ შემცირდება,”-ეკა ბესელია