წყნეთის ქუჩის #13-ის მცხოვრებლების ნაწილი კორპუსის დატოვების წინააღმდეგია

წყნეთის ქუჩის #13-ის მცხოვრებლების ნაწილი კორპუსის დატოვების წინააღმდეგია

წყნეთის ქუჩის #13-ის მცხოვრებლების ნაწილი კორპუსის დატოვების წინააღმდეგიაწყნეთის ქუჩის #13-ის მცხოვრებლების ნაწილი კორპუსის დატოვების წინააღმდეგია. მათი თქმით, კორპუსს მდინარე ვერე საფრთხეს ვერ შეუქმნის.

მცხოვრებლების ნაწილი ამტკიცებს, რომ კორპუსი კლდეზეა დაშენებული, შესაბამისად, არანაირი საფრთხე არ ემუქრება.

რაც შეეხება მე-13 კორპუსის იმ მცხოვრებლებს, რომლებმაც შენობის დატოვების სურვილი გამოთქვეს, ვაკის გამგეობის თანამშრომლების მიერ მათი აღწერა მიმდინარეობს. გამგეობის ინფორმაციით, იმ მოქალაქეებს, რომელთაც დახმარება დასჭირდებათ ალტერნატიული ფართის უზრუნველყოფაში, გამგეობა ყველანაირ დახმარებას აღმოუჩენს.

gigla agulashvili

ამ საკითხზე გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი აცხადებს, რომ წყნეთის ქუჩაზე, მოსახლეობის ევაკუაცია პრევენციის მიზნით განხორციელდა.მისივე თქმით მდინარე ვერემ ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსს საძირკველთან გრუნტი გამოაცალა, რის გამოც ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება მომხდარიყო მოსახლეობის ევაკუაცია.

აგულაშვილის განცახდებით ხვალიდან გამაგრებითი სამუშაოები დაიწყება.

banner
წინა სტატიაშიხილიანის ქუჩაზე მობილიზებულია პოლიცია და სპეც-დანიშნულების რაზმი.
შემდეგი სტატიასასწრაფოდ: ზუგდიდში ქალბატონი დაჭრეს