წულუკიანი ხელისუფლების მთავარ სისუსტეს ასახელებს

თეა წულუკიანი -

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მთავრობის მთავარ სისუსტედ არასათანადო პიარს მიიჩნევს. როგორც წულუკიანმა “პალიტრატვ”-ის გადაცემა “პროვოკატორში” განაცხადა, ბევრი კარგი საქმე კეთდება , თუმცა სამინისტროები და მთავრობა ამ რეალობის საზოგადოებამდე მიტანას ვერ ახერხებენ.
“ორწელიწადნახევარში ვერ გამოსწორდებოდა ყველაფერი, ის საშინელი შეცდომები, რაც 9 წლის განმავლობაში დავუშვით – ეს წარსულიდან გამომდინარე ობიექტური გარემოებაა. მეორე, რაც უკვე ჩვენი ბრალია – ძალიან ბევრი კარგი საქმე კეთდება, მაგრამ ამას სჭირდება ელემენტარულად ხალხამდე მიტანა, რასაც ვერ აკეთებს მთავრობა და ეს არის ჩვენი სისუსტე. პიარის იმდენად დიდი დოზა იყო წინა ხელისუფლების დროს და იმდენი ნაცარი შეაყარეს ხალხს თვალებში, რომ ყოფილმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა გვითხრა, მთავარია საქმე გააკეთეთო. ამან კონტრსიტუაციაში, სხვა სიტუაციაში გადაგვაგდო. “პიარი” “ნაციონალების” ხელში გახდა ცუდი სიტყვა, არადა “პიარი” არის ის, რაც საშუალებას გაძლევს ადამიანს უთხრა, რას აკეთებ. ახლა ძნელია უკვე ამ ტემპის აკრეფა, ამიტომაც ხალხში არის ბევრი გაურკვევლობა, თუმცა კარგი საქმე ბევრი კეთდება”, – განაცხადა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაში„ბატონი ბარნოვის მხრიდან ეს იყო სამარცხვინო ქცევა”
შემდეგი სტატიაკარგი მინისტრი იცით რას იზამდა? რას ურჩევს ჟურნალისტი პაატა ზაქარეიშვილს