წელს 2-დან 5 ათასამდე ყირიმელი რუსეთის არმიაში იმსახურებს

წელს 2-დან 5 ათასამდე ყირიმელი რუსეთის არმიაში იმსახურებს

წელს 2-დან 5 ათასამდე ყირიმელი რუსეთის არმიაში იქნება გაწვეული–ამის შესახებ განაცხადა თვითგამიცხადებულმა გუბერნატორმა სერგეი აკსენევმა.
მისი სიტყვებით, ყირიმელები „პატრიოტულად არიან განწყობილები და მზად არიან რუსულ არმიაში იმსახურონ.“
„სამხედრო სამსახურისთვის არავინ აპირებს თავის არიდებას. წელს 5 ათასამდე წვევამდელი იქნება გაწვეული. დოკუმენტებს ცენტრალიზებულად აფორმებს ყველა. პროცესი მიდის. ყირიმელები რუსეთის ფედერაციის მთელ ტერიტორიაზე მოიხდიან საკუთარ სამხედრო ვალს ქვეყნის წინაშე“ – ხაზგასმით აღნიშნა აკსენევმა.
როგორც მან თქვა, სამხედრო სამსახური სავალდებულო იქნება ყველასთვის ეროვნების მიუხედავად.

banner
წინა სტატიაშისკანდალი კარპატებში: თანასოფლელი 12 წლის ბიჭს საკუთარ სახლში აუპატიურებდა
შემდეგი სტატიაჩეჩნეთი აშშ-ს 6 შტატის გამოყოფით ემუქრება თუკი ის უკრაინის იარაღით მომარაგებას დაიწყებს