წალენჯიხა – შანტაჟი თხილის ჩასაბარებლად

წალენჯიხა - შანტაჟი თხილის ჩასაბარებლად

მათი განცხადებით დაფიქსირდა ფოტოს გადაღებაც იმ მოტივით რომ საგადასახადოში გიჩვლებთო თუ მათ მიერ შემოთავაზებულ ქარხანაში არ ჩააბარებთ თხილსო. "თაიმერი" აღნიშნულ საკითხს თვალყურს მიადევნებს.სამეგრელოში თხილის სეზონი პიკშია – მოსავალიც და თხილის ჩაბარების ფასიც ოპტიმალურია და, შესაბაისად, მოსახლეობაც, რომლის ერთადერთი შემოსავალიც სწორედ თხილია, წლევანდელი მოსავალით კმაყოფილია.

ამ ფონზე, წალენჯიხელი თხილის ჩამბარებლები უკმაყოფილონი არიან. მათი თქმით, დღეში სხვადასხვა ქარხნის წარმომადგენლები მიდიან და აშანტაჟებენ,აიძულებენ რომ თხილი მაინცდამაინც კონკრეტულ ქარხანას მიაწოდონ, თან – შეღავათიანი ფასად.

ამის შესახებ „თაიმერს“ წალენჯიხის წმინდა ნინოს  ქუჩისა და თხილის სხვა ჩამბარებელი პუნქტების წარმომადგენლებმა აცნობეს. მათივე თქმით, ე.წ. გამომძალველებმა ფოტოებიც გადაიღეს და დაემუქრნენ, საგადასახადოში გიჩვლებთო, თუ თხილს ჩვენს შემოთავაზებულ ქარხანაში არ ჩააბარებთო.

„თაიმერი“ აღნიშნულ საკითხს თვალყურს მიადევნებს და დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით.

banner
წინა სტატიაშიგოგუაძე თავდაცვის მინისტრ თინათინ ხიდაშელს მადლობას უხდის
შემდეგი სტატიადავით ცინარიძემ, გიორგი ჭანტურიამ და შალვა ბარელაძემ თანამდებობები დატოვეს