წალენჯიხაში დევნილი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა

წალენჯიხის რაიონის სოფელ ეწერში წუხელ ღამით საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ადგილობრივი მცხოვრების სახლში ჩასახლებული იყო აფხაზეთიდან დევნილი ოჯახი. გალის რაიონის სოფელ საბერიოს მკვიდრი ჯამბულ ტაბაღუა, რომელიც არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი, სახლში ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე დასთან ერთად ცხოვრობდა. ისინი ღია ცის ქვეშ აღმოჩნდნენ. დაზარალებულები დახმარებას ადგილობრივი ხელისუფლებისაგან ითხოვენ.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე: ფაქტობრივად, არის სრული არაპროფესიონალიზმი
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი იძულებულია დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაში წამოიწყოს–ვალერი გელბახიანი