წავიდეს უკრაინიდან ან ჩვენ მას სრულ იზოლაციას ვპირდებით–ჯო ბაიდენი

წავიდეს უკრაინიდან ან ჩვენ მას სრულ იზოლაციას ვპირდებით–ჯო ბაიდენი

ჯო ბაიდენიშეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პუტინს დაპირდა, რომ რუსეთი სრულ იზოლაციაში მოექცევა, თუ რუსეთის სამხედრო ძალები უახლოეს პერიოდში არ დატოვებენ უკრაინის ტერიტორიას-ასეთი განცხადება მან დღეს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გააკეთა, გადმოსცემს «РБК-Украина» ვიცე-პრეზიდენტის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

“ვლადიმერ პუტინმა უნდა მიიღოს, მარტივი მაგრამ მისთვის არასასურველი გადაწყვეტილება: წავიდეს უკრაინიდან ან ჩვენ მას სრულ იზოლაციას ვპირდებით, რაც მისივე სახლს ეკონომიკურ დანაკარგებს მოუტანს”,- განაცხადა ბაიდენმა.
ვიცე-პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დასავლეთის ქვეყნებმა ახლა უკვე უფრო მეტად უნდა დაუჭირონ მხარი უკრაინას.

“რუსეთის უახლესი ისტორიის გათვალისწინებით, ჩვენ უნდა შევაფასოთ რუსეთი საქმის მიხედვით, და არა სიტყვებით. ნუ გველაპარაკებით საქმეზე, საქმე გვიჩვენეთ!”, -დაამატა ჯო ბაიდენმა.

inforesist

banner
წინა სტატიაშირუსეთთან დიალოგის აღდგენა ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა იყო–ირაკლი ღარიბაშვილი
შემდეგი სტატიაჩინური მასაჟის სალონში ადგილს პროსტიტუციისათვის აქირავებდნენ