წავა თუ არა ევროპა რუსეთთან დათმობაზე?!

რუსეთთან ურთიერთობა იქნება დღეს ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემაც. შეხვედრაზე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ფედერიკა მოგერინის მიერ მომზადებულ დოკუმენტს განიხილავენ, რომელიც გარკვეულ საკითხებზე ოფიციალურ მოსკოვთან თანამშრომლობის აღდგენას შეეხება.

დოკუმენტი ყირიმთან და უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებთან დაკავშირებული სანქციების ერთმანეთისგან განცალკევებასაც ითვალისწინებს, რაც, სავარაუდოდ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნაწილისთვის მიუღებელი იქნება. მათი აზრით, ეს ყირიმის ანექსიაზე უსიტყვო თანხმობა იქნება.

banner
წინა სტატიაშიქობულეთის მუნიციპალიტეტის თანამშრომელი ქრთამის აღებისთვის დააკავეს
შემდეგი სტატიაეკონომიკის სამინისტროს “პანორამა თბილისის” მშენებლობაზე ნებართვა არ გაუცია