ძლიერი წვიმის გამო ფოთში ცენტრალური ქუჩები დაიტბორა

ძლიერი წვიმის გამო ფოთში ცენტრალური ქუჩები დატბორა

ძლიერი წვიმის გამო ფოთში ცენტრალური ქუჩები დატბორაძლიერი წვიმის გამო ფოთში ცენტრალური ქუჩები დატბორა. ზოგიერთ უბანში წყალმა საცხოვრებელი სახლების ეზოები დაფარა და პირველ სართულზეც შეაღწია, რის გამოც მოსახლეობას საყოფაცხოვრებო ნივთები და ტექნიკა დაუზიანა. გადაუღებელი წვიმა ფოთში დღის მეორე ნახევრისთვის დაიწყო. ქალაქში დამონტაჟებულმა წყლგამწოვებმა უხვი ნალექის პერიოდში სათანადო მუშაობა ვერ შეძლეს, თუმცა რამდენიმე წუთის შემდეგ ქალაქის ცენტრალური ქუჩემი გუბეებისგან გაიწმინდა.

ქალაქის ვიცე-მერის ნიკოლოზ გრიგოლიას განცხადებით ამ დროისთვის ქალაქში ინტენსიურად აღარ წვიმს.

“ქალაქში მთელი ღამის განმავლობაში ფოთის მერიის შესაბამისი სამსახურები იმუშავებენ. ქუჩების დატბორვის საშიშროება არ არის, რადგან ფოთში შვიდივე სატუმბი სადგური გამართულად მუშაობს.რაც შეეხება ქუჩების დატბორვას, იყო თუმცა რაიმე განსაკუთრებული ზარალი მას არ მოჰყოლია”-აცხადებს ქალაქ ფოთის ვიცე-მერი ნიკოლოზ გრიგოლია.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე 25 აგვისტოს მოძრაობა აიკრძალება
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელი: ყველა ხელისუფლება, რომელიც საქართველოს 2012 წლამდე ყოლია, მხოლოდ იმით იყო დაკავებული, რომ კონსტიტუციაზე ეძალადა