“ძველი თბილისის განვითარების ფონდის” ყოფილი ხელმძღვანელები სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ სერგო ქავთარაძე და გიორგი საბანაძე, რომლებსაც მილიონობით ლარის სახელმწიფო სახსრების სამშენებლო კომპანია “არტესისთვის” თაღლითური გზით გადაცემაში ადანაშაულებდნენ, – ამის შესახებ “თაიმერს” “ნაციონალური მოძრაობიდან” აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, ორივე ბრალდებულის მიმართ შერჩეული პატიმრობის ღონისძიება გაუქმდა.
“ძველი თბილისის განვითარების ფონდის” ყოფილ ხელმძღვანელებს – სერგო ქავთარაძეს და გიორგი საბანაძეს, “თბილისის განვითარების ფონდიდან”, აღმაშენებლის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, დიდი ოდენობით სახელმწიფო სახსრების სამშენებლო კომპანია “არტესის” მფლობელებისთვის თაღლითური გზით გადაცემაში ედებოდათ ბრალი. გამოძიება მიმდინარეობდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.
ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სერგო ქავთარაძისა და გიორგი საბანაძის მიმართ ხორციელდება პოლიტიკური დევნა და სწორედ ამიტომ ამ პიროვნებებს პოლიტიკური დევნილის სტატუსი აქვთ მინიჭებული ევროკავშირის ქვეყნებში”, – აცხადებენ “ნაციონალურ მოძრაობაში”.

banner
წინა სტატიაში,,სოციალური მომსახურების სააგენტოდან თანამშრომლების გათავისუფლება იგეგმება”
შემდეგი სტატიაგიორგი ბარამიძესა და მანანა კობახიძეს შორის შეკამათება მოხდა