„ძალიან მიკვირს, როგორ სძინავთ მშვიდი ძილით ივანიშვილსა და ღარიბაშვილს”, – ირაკლი ალასანია

ბიძინას მაფიოზობა საქართველოში არ გამოუვა

უკვე ერთი საათია ე.წ. კაბელების საქმის წინასასამართლო სხდომა მიმიდნარეობს თბილსის საქალაქო სასამართლოში. წინასწარი ინფორმაციით, ადვოკატები თავდაცვის უწყების ყოფილი მაღალჩინოსნების პატიმრობიდან გათავისუფლებას მოითხოვენ, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგება პროკურატურა.

დაცვის მხარე ასევე ითხოვს სასამართლომ არ სცნოს დასაშვებად ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ბრალდებამ წარმოადგინა და რომლის საფუძველზეც დაკავებულებს ბრალი აქვთ წაყენებული.

როგორც ცნობილია, დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარეც აპირებს შუამდგომლობების დაყენებას.

საქალაქო სასამართლოსთან იმყოფებიან თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენლები.

პარტიის ლიდერს და თავდაცვის ყოფილ მინისტრს იმედი აქვს, რომ სიმართლე გაირკვევა და თავდაცვის უწყების დაკავებულ თანამშრომლებს გაათავისუფლებენ. ირაკლი ალასანია მათ ყოფილი პრემიერის პირად პატიმრებად მოიხსენიებს.

„ძალიან მიკვირს, როგორ სძინავთ მშვიდი ძილით ივანიშვილსა და ღარიბაშვილს, როდესაც უდანაშაულო ადამიანები საპყრობილეში არიან. ეს 5 კაცი არის ივანიშვილის პოლიტიკური პირადი ტყვე. დარწმუნებული ვარ, სამართალი თავის ადგილს იპოვის, მერე კი პროკურატურის და კონკრეტულად ივანიშვილის საკითხი სერიოზულად დადგება,“ – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

banner
წინა სტატიაშიაშშ-მ თარხან ბათირაშვილის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციისთვის 5 მილიონი დააწესა
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელმა ქართველ სამხედროებს გიორგობის დღესასწაული მიულოცა