ძალიან კარგად იცით, რომ ბატონ ივანიშვილს არავითარი ინტერესი არ აქვს არც ოქროს საბადოში და არც რომელიმე სხვა საწარმოში

ქართველი ხალხი გააპროტეტსტებს ამ ვითარებას

პარლამენტისაქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საყდრისის საბადოს ლიცენზია უფასოდ არ გადაცემულა. ამით ღარიბაშვილმა უმცირესობის წევრი დეპუტატის, სერგო რატიანის კითხვას უპასუხა, რომელიც დაინტერესდა, რატომ გადასცა მთავრობამ 400 მილიონიანი ოქროს საბადო “არემჯის” უფასოდ.
“ბატონო სერგო, თქვენ ძალიან კარგად იცით რა პირობებით მოხდა ლიცენზიის გაგრძელება. ვგულისხმობ გაგრძელებას და არა გადაცემას”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
უმცირესობის წევრმა დეპუტატმა, სერგო რატინმა პრემიერს სიტყვა გააწყვეტინა. “მესმის, რომ ოქრო კარგია, უყვარს ბატონ ბიძინას, მაგრამ რატომ გადაეცით უფასოდ, მარტივ კითხვას გისვამთ”, – მიმართა რატინმა პრემიერს. ღარიბაშვილმა განმარტა, რომ ლიცენზია უფასოდ არ გადაცემულა და ლიცენზიაში გადახდილი იქნა თანხა.
მას შემდეგ, რაც უმცირესობის წევრები თანხის ოდენობით დაინტერესდნენ, პრემიერმა მათ უთხრა, რომ საკითხი არ იციან და აუხსნის. “თქვენ დროს მოხდა ამ ლიცენზიის გაყიდვა. ვინაიდან კომპანიამ ვერ შეძლო ობიექტური მიზეზების გამო იქ სამუშაოების განახლება, სწორედ აქედან გამომდინარე მიიღო მთავრობამ გადაწყვეტილება და კომპანიას მიეცა საშუალება, გაეგრძელებინა სამუშაოები. 3 ათასი ადამიანი მუშაობს ამ კომპანიაში და არსებობდა რეალური საფრთხე, რომ 3 ათასი ოჯახი დარჩენილიყო შემოსავლის გარეშე”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
პრემიერმა უმცირესობას მიმართა, რომ ამ საკითხზე სპეკულაციები არ იყო საჭირო. “ძალიან კარგად იცით, რომ ბატონ ივანიშვილს არავითარი ინტერესი არ აქვს არც ოქროს საბადოში და არც რომელიმე სხვა საწარმოში”, – აღნიშნა პრემიერმა.
ამის შემდეგ ღარიბაშვილს უმცირესობის წევრმა დეპუტატმა, სერგო რატიანმა მოუწოდა დაეფიცა, მართლა თუ არ აქვს ინტერესი ბიძინა ივანიშვილს. “დაიფიცებთ?” – გაუმეორა რამდენჯერმე რატიანმა ღარიბაშვილს. ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მცდელობის მიუხედავად, მთავრობამ შეძლო, რომ ამ კომპანიას გაეგრძელებინა სამუშაოები.

banner
წინა სტატიაშითქვენი მიზანია არა მოსახლეობასა და ხალხს ესაუბროთ, არამედ მიზანია ის, რომ ერთ ადამიანს – “20/30”-ის წამყვანს მოეწონოს ის, რაც თქვით
შემდეგი სტატიაკვერცხებზე მიიღებთ კვერცხებს, წიწილებზე მიიღებთ წიწილებს თქვენ ხართ ამ ქვეყანაზე პასუხისმგებელი პირი–აკაკი ბობოხიძე