ცხინვალში თვითაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკის საელჩო გაიხსნა

ცხინვალში თვითაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკის საელჩო გაიხსნა

ცხინვალში თვითაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკის საელჩო გაიხსნაცხინვალში თვითაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკის საელჩო გაიხსნა. გახსნამ ცხინვალში სადღესასწაულო გარემოში ჩაიარა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩიკირბამ, ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა და თვითგამოცხადებული მთავრობის წევრებმა.

“მსგავს ცერემონიებზე, ცხადია დროშის აწევა ყველაზე მნიშვნელოვანია. აფხაზეთის დროშაზე გაშლილი ხელისგულია გამოხატული, რაც მშვიდობის და მეგობრობის სიმბოლოა” – განაცხადა ე.წ. სამხრეთ ოსეთის მთავრობის წარმომადგენელმა.

“ჩვენ ბევრი სიმწარე და ტრაგედია გადავიტანეთ ჩვენი ისტორიის მანძილზე, მაგრამ ცხადია, იყო ბევრი ნათელი დღე. ერთ-ერთ მათგანს ჩვენ რამდენიმე დღეში აღვნიშნავთ – დღე, როცა რუსეთმა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა” – განაცხადა აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისივე თქმით, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა და მეგობრობა თანდათან ვითარდება.

banner
წინა სტატიაშიპატრიარქი სამთავროს დედათა მონასტერში საღვთო ლიტურგიას აღავლენს
შემდეგი სტატიათინათინ ხიდაშელი აშშ-ს თავდაცვის მდივანს შეხვდა