ცხინვალი ბაქო-სუფსის ნავთობსადენზე გადასახადს ითხოვს…

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პარლამენტის ვიცე-სპიკერის დიმიტრი ტასოევის განცხადებით, სამხრეთ ოსეთს შეუძლია უზრუნველყოს ბაქო-სუფსის ნავთობსადენის უსაფრთხოება თუ მომსახურე კომპანია მაგისტრალის ტრანზიტისა და უსაფრთხოების საფასურს გადაიხდის.
,,ჩვენ მზად ვართ ვუზრუნველყოთ ბაქო სუფსის ნავთობსადენის უსაფრთხოება, იმ პირობით თუ ამ მილსადენის მმართველი კომპანია British Petroleum-ი ტრანზიტისა და უსაფრთხოებისთვის გადაგვიხდის,, განაცხადა ტასოევმა რუსულ მედიასთან.

დე-ფაქტო ვიცესპირემა აგრეთვე მადლობა გადაუხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს იმის გამო, რომ მილსადენის სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე გამავალი მონაკვეთის უსაფრთხოების გამო შეშფოთება გამოხატა… ,,ამით საქართველომ ფაქტიურად აღიარა სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. კარგი ინქნება თუ ამას თბილისი დე-იურედაც გააკეთებს და ჩვენ შევძლებთ დავსხდეთ და ვიმუშაოთ საზღვრის დემარკაციაზე და დელიმიტაციაზე, რაც ბევრ საკითხს მოხსნის,, განაცხადა ტასოევმა.

ტასოევმა ასევე აღნიშნა, რომ მილსადენის მომსახურებას და მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფას ოსები ,,ბიპისა,, და ,,გაზპრომ იუჟნაია ოსეტიას,, ურთიერთშეთანხმების შედეგად შეძლებენ… ,,ეს ნავთობსადენი ახლა არ გაჩენილა სამხრეთ ოსეტის ტერიტორიაზე, თუმცა რახან აქ გადის, მიღებულია რომ მეპატრონემ ტრანზიტისადა მომსახურების ფული გადაიხადოს,, განაცხადა ტასოევმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველო ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამხედრო წვრთნებს პროვოკაციად აფასებს
შემდეგი სტატია„მადლობა საქართველოს შს სამინისტროს, რათა აღიარა სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა“, – დიმიტრი ტასოევი