ცხინვალის რეჟიმმა ქართული დროშა „დაატყვევა“

ცხინვალის რეჟიმმა ქართული დროშა „დაატყვევა“

ცხინვალის რეჟიმმა ქართული დროშა „დაატყვევა“ე.წ. სამხრეთ ოსეთი იმ ქართული დროშის დაბრუნებას არ აპირებს, რომელიც უკანონოდ აქვს მითვისებული.
მურატ ჯიოევის თქმით, დაახლოებით ერთი თვის წინ, ასამდე ქართველმა სოფელ ცინაგარში სახელმწიფო საზღვარი დემონსტრაციულად დაარღვია, სასაზღვრო მაჩვენებელი აიღო და მის ადგილზე ქართული დროშა აღმართა.
„ქართული დროშა და ქაღალდები იმ სისხლის სამართლის საქმეს დაერთო, რომელიც სამხრეთ ოსეთში სახელმწიფოებრივი საზღვრის დარღვევასთან დაკავშირებით და, ასევე სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სიმბოლოებისადმი ვანდალური დამოკიდებულების გამო აღიძრა,” – განაცხადა ჯიოევმა, რომელიც თიბილოვის ადმინისტრაციაში მუაშაობს.
“დროშა სახალხოდ ჩამოიხსნა, ყველანაირი შეურაცხყოფის გარეშე. ეს უკვე ნივთმტკიცებაა და ის საქმეს ერთვის,” – მიიჩნევს ჯიოევი.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის თქმით კი, ახლა საზღვარზე მდგომარეობა სტაბილური, მშვიდია და საზღვრის მონიშვნითი სამუშაოები გრძელდება.

banner
წინა სტატიაში“ВКонтакте”-მ ინსტაგრამი გათიშა
შემდეგი სტატიამადრიდის სასამართლომ ქართული კრიმინალური დაჯგუფება გაათავისუფლა