ცხინვალის ე.წ. მთავრობა, ფატუ ბენსუდას რეგიონში ჩასვლის ნებართვას აძლევს

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალან კოჩიევის განცხადებით, პროკურორ ფატუ ბენსუდას შეუძლია მიმართოს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს და ჩავიდეს ე.წ. სამხრეთ ოსეთში.

კოჩიევის განცხადებით, ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება, აუცილებლობის შემთხვევაში, აგვისტოს მოვლენების ამსახველ, მათ ხელთ არსებულ ყველა მასალას გადასცემს.

„რბილად რომ ვთქვათ, გაოცებულები დავრჩით, რომ ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო, მხოლოდ 7 წლის შემდეგ შეწუხდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებით. შესაბამისი პროცესუალური მოქმედებების ჩასატარებლად, პროკურორმა ბენსუდამ სამხრეთ ოსეთში ჩამოსასვლელად ნებართვა, შესაბამისი კომპეტენტური ორგანოებისგან უნდა მიიღოს. აუცილებლობის შემთხვევაში, ჩვენ მას ჩვენს ხელთ არსებულ ყველა მასალას წარვუდგენთ, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებს ეხება“, – განაცხადა კოჩიევმა.

banner
წინა სტატიაშისაქალაქო სასამართლოსთან „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერები არიან შეკრებილები
შემდეგი სტატიასაქართველოს მთავარი პროკურატურა პროკურორთა კონფერენციას მართავს