”ცოცხალი წიგნები” – კულტურის სამინისტრო ახალი პროექტის განხორციელებას იწყებს. ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტი სხვადასხვა რეგიონის სოფლებსა და ქალაქებში თანამედროვე მწერლების სტუმრობასა და მკითხველთან შეხვედრას გულისხმობს.

მოეწყობა პოეზიის საღამოები და ადგილობრივებისთვის საინტერესო თემებზე დისკუსიები გაიმართება.

შეხვედრები გაიმართება არაქართულენოვან მოსახლეობასთანაც.

რეგიონებში ვიზიტისას მწერლები ნიჭიერი შემოქმედების გამოვლენას ეცდებიან.

პროექტი 4 ეტაპად, მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება და მასში მონაწილეობას 75 მწერალი მიიღებს.

banner
წინა სტატიაშიპაატა ზაქარეიშვილი გალში ქართული ენის სწავლების აკრძალვას ვერ გამორიცხავს
შემდეგი სტატიაუსუფაშვილის თქმით ქართულ ენასთან დაკავშირებული პრობლემები ახალი არ არის