ცოტნე გამსახურდია: მინახავს სასიკვდილოდ ნაცემი ადამიანები, ხორცისა და სისხლის გროვად ქცეულნი…მთავარი იყო ხმები

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დედაქალაქის ყოფილი მერის გიგი უგულავას საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადების გადადებას ეხმიანება

ცოტნე გამსახურდია ადამიანთა წამებისა და გაუპატირების მსახველი ვიდეო კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და იმ წლებს იხსენებს, როდესაც იგი პატიმრობაში იმყოფებოდა. “თაიმერი” განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“ხალხო, ეს კადრები რა არის… არასოდეს ვუჭერდი მხარს ამ ვიდეოების ასე საჯაროდ გავრცელებას… თავის დროზე, როცა შსს-მ აჩვენა ვიწრო წრეს, მაშინაც გასაჯაროების წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ…

როდესაც ციხეში ვიყავი, თუ გახსოვთ, პირველი პატიმარი გახლდით, ვინც ღიად ალაპარაკდა წამებაზე მტკიცებულებების დასახელებით. თუმც ყური არავის გაუბერტყია. სად იყო მაშინ ჯერ ციხის კადრები? მხოლოდ “ობიექტივის” კოლექტივი და კიდევ რამოდენიმე ჟურნალისტი იზიარებდა და აზიარებდა ჩემს სიმწრით გამოტანილ ინფორმაციას… სახალხო დამცველი და პროკურატურა მაშინ ხმაშეწყობილად მუშაობდენ ამ მტკიცებულებათა გაქრობისა და ფალსიფიკაციისათვის…

მოგეხსენებათ, ორი წელი სამარტოვო საკანში ვიჯექი და ჩემი თვალსაწიერი ფრიად შეზღუდული იყო. არ მინახავს გაუპატიურება, თუმც მინახავს სასიკვდილოდ ნაცემი ადამიანები, ხორცისა და სისხლის გროვად ქცეულნი… და მაინც, მთავარი იყო ხმები, რომლებიც კორპუსზე ისმოდა და სწორედ ისინი არ მაძლევდენ საჭმლის ჭამის საშუალებას მაშინ… სულ არ მეხალისებოდა 67 დღე შიმშილი, დამერწმუნეთ. ის ხმები არასდროს დამავიწყდება. ვერ ვიტყვი, რას უშვებოდნენ იქ ადამიანებს, მაგრამ ის, რომ ასეთი ხმები ვინმემ შეიძლება გამოსცეს, ვერ დაგტოვებდა გულგრილს, თუ რამე ადამიანური გაგაჩნდა…
ბევრი დამცირება, შეურაცხყოფა და მარტოობა გადავიტანე შინაურების და გარეულების მხრიდან ამის გაჟღერებისათვის მაშინ.

დღესაც, მინდა გითხრათ, რომ იქაური ჯალათების უმრავლესობა ისევ ადგილზეა და არც პირადად ჩემს მიმართვაზე ყოფილა რაიმე რეაგირება ამ წლების განმავლობაში! მეტიც, ბატონი უსუფაშვილი და მისთანანი აგერ ნაცისტების გადარჩენას პრიორიტეტადაც კი გვისახავდენ. კოჰაბიტაცია, ეს ერთი შეხედვით უწყინარი პოლიტიკური მოვლენა სუსტი დემოკრატიული და სამართლებრივი ტრადიციის ქვეყანაში ჯალათების დაუსჯელობის და ხელს დაფარების სინონიმად იქცა და ამას გავლენიანმა დასავლელმა პოლიტიკოსებმაც ფრიად შეუწყვეს ხელი!

დასასრულ, დროა ყველაფერს ეწოდოს თავის სახელი! უნდა მოხდეს ბოლობოლო ამომწურავი გამოძიება მომხდარის, დადგინდეს კვალი უმაღლესი ეშელონებისაკენ, დადასტურდეს დანაშაულის სისტემურობა და უსუფაშვილის მსგავსთა ბოდიალის ნაცვლად, ბოლობოლო აიკრძალოს ამის ავტორი პარტია! აიკრძალოს ნაციონალური მოძრაობა! ხომ აღარ არიან დღეს კბილაშვილ-ნაცვლიშვილის მსგავსი ფალსიფიკატორები? (თუმც დღეს ისინი მშვენრად გრძნობენ თავს აქ, თბილისში…)

წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს კადრები”ოცნების” კომპრომატი უფრო იქნება, ვიდრე ნაცმოძრაობის!”,- წერს ცოტნე გამსახურდია.

banner
წინა სტატიაში,,ამცახარა,, ხაჯინბას გადადგომას უახლოეს დღეებში ითხოვს…
შემდეგი სტატიაელისო კილაძე: “ოჯახების ტერორიც დაიწყეთ?!”