,,ცოტა ხანში ალბათ საკუთარ თავებს მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ ოჯახებად გააფორმებენ”

მთელი ქვეყანა შურისძიების რეჟიმში ცხოვრობს

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი სოციალური ქსელით ხელისფლებას აკრიტიკებს და ,, ხალხის ჯიბიდან ამოღებული ფულით პრემიების დარიგებაში” ამხელს. ,,თაიმერი”  სარიშვილის განცადებას უცვლელად გთავაზობთ.

,,არა რა! ეს ხელისუფლება პეპლებივით უნდა გაახმო და ჰერბარიუმში განათავსო. ბრიყვთა და ნაძირალათა ასეთი ასორტი სანთლით რომ ეძებო, ვერ ნახავ! იმის თქმა მაინც ხო უნდა შემეძლოს, რა გააკეთეს და არ მომეწონა?!!! ფულის შოვნაც არ შეუძლიათ, თუნდაც უკანონოდ, სადაც კოვზით ამოსაფხეკი ტვინი მაინცაა საჭირო. პირდაპირ ხელფასებით, პრემიებით შოულობენ ხალხის ჯიბიდან ამოღებულ შემოსავალს! ეხლა კიდევ ახალი ნოუჰაუ აქვთ: საკრებულოს წევრებს საშემოსავლო არ დაექვითებათო!!! ცოტა ხანში ალბათ საკუთარ თავებს მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ ოჯახებად გააფორმებენ – მანდაც შეღავათებიაო, ამბობენ grin ემოცია . ასე იცის, როცა რუსეთის დაქირავებული “უანგარო ქველმოქმედი” ფასიანი მთავრობით მართავს ქვეყანას და საკარო მასხარები გუნდრუკს უკმევენ!!! კმარა!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! სტატუსი: არ კმარა?!!!”- წერს ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაში“არატრადიციული ორიენტაციის პატიმრები სირბილით ისწორებდნენ კოლგოტკებს და საყვედურობდნენ – მეტი აღარ შეგვიძლია, რეზინის ხომ არ ვართ!“
შემდეგი სტატიავიდეო–პეტერბურგში “კულტურის მინისტრი” ლუდის ქილას კბილებით გლეჯდა