ციფრული მაუწყებლების გათიშვასთან დაკავშირებით განმარტება გაკეთდა

20:22 საათზე, 2014 წლის 25 დეკემბრის შემდეგ დღეს პირველად, მოხდა “სტერეო+”-ის სათავო სადგურის ძირითადი სერვერის ავარიული ტექნიკური გათიშვა, რომლის ფუნქციონირებაც თავის თავზე სარეზერვო სერვერმა აიღო. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სტერეო+ განმარტებას აკეთებს.
“მომხდარი ტექნიკური შეფერხების გამო, მოხდა სატელევიზიო არხების გათიშვა. გადატვირთვის დრომ შეადგინა 76 წამი, რის შემდგომაც სისტემის ფუნქციონირება აღდგა. ამ მოვლენამ გამოიწვია სხვადასხვა ტიპის მიმღებ მოწყობილობებში განსხვავებული ეფექტი დროის სხვადასხვა ხანგრძლივობით. ეს იყო წმინდა ტექნიკური ხასიათის ხარვეზი. მსგავსი მოვლენის შემთხვევაში ეფექტის დროის შესამცირებლად სასურველია მიმღები მოწყობილობის ოპერატიული გადატვირთვა. კომპანია წუხს მაყურებლისთვის შექმნილი დისკომფორტისთვის”, – ნათქვამია “სტერეო+”-ის განცხადებაში.
დღეს “სტერეო+”-ის ქსელში ციფრული მაუწყებლობა რამდენიმე წუთით გაითიშა.

banner
წინა სტატიაში,,ბედუკაძემ დედიშობილას ოთხზე დადგომა და ხოხვა მომთხოვა” – პატიმრის ჩვენება (+ვიდეო)
შემდეგი სტატია“ვინც დამნაშვეა და ყველა ბოლომდე უნდა დაისაჯოს+ვიდეო