ციპრასმა ბერძნებს მოუწოდა უარი უთხრან “შანტაჟს”

ციპრასმა ბერძნებს მოუწოდა უარი უთხრან

ციპრასმა ბერძნებს მოუწოდა უარი უთხრან "შანტაჟს"საბერძნეთს დრაჰმას ხელახლა დაბეჭდვის რესურსი არა აქვს – ფიზიკურად არ არსებობს ეროვნული ვალუტის დასაბეჭდი დანადგარები.
“ჩვენ ყველა დანადგარი გავანადგურეთ” – თქვა ფინანსთა მინისტრმა იანის ვარუფაკისმა ავსტრალიურ რადიოსადგურ ეი-ბი-სისთან ინტერვიუში.
2000 წელს,როცა საბერძნეთი ევროზონის წევრი ქვეყანა გახდა, ეგონათ, რომ ევროპული ვალუტა ეს სამუდამო მდგომარეობაა – წერს ბიბისი საბერძნეთსი შექმნილ მდგომარეობაზე.
დაზგების შესყიდვის შემთხვევაში კიდევ ერთი შეკითხვა არსებობს – შენარჩუნებულია თუ არა ქაღალდის ფულის და რკინის მონეტების მატრიცები.

ახალ ძველ ვალუტას ახალი დიზაინი ექნება. ინტერნეტში ინტენსიურად მიდის მსჯელობები ახალი ვალუტის ვიზუალურ მხარეზე.

ბერძნული ფულის ერთეული ჩვენს წელთააღრიცხვამდე 500 წლიდან არსებობს, თუმცა ზოგიერთები თვლიან, რომ ფული ოფიციალურ ვერსიაზე 200 წლით ძველია.
საბერძნეთის პრემიერმა ალექსის ციპრასმა საკუთარ თანამემამულებს საერთაშორისო კრედიტორების “შანტაჟზე” უარის თქმისკენ მოუწოდა რეფერენდუმზე, რომელიც ზეგ, 5 ივლისს გაიმართება.
მან ბერძნებს კიდევ ერთხელ სთხოვა, პანიკას არ აყვნენ და ულტიმატუმზე არ დათანხმდნენ.
“გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა, რასაც ძალიან დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს – საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ბერძნულ ეკონომიკაზე მოხსენება გამოაქვეყნა, რამაც ბერძულ მთავრობას დიდი დახმარება გაუწია – ჩვენ კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ვალის გადახდა შეუძლებელია”.
ზეგ საბერძნეთის მთავრობა გაარკვევს, მხარს უჭერენ თუ არა მკაცრ ეკონომიას, რასაც ქვეყნისგან მოითხოვენ კრედიტორები.

წინასწარი გამოკითხვით, რომელიც ბერძნულმა სოციოლოგიურმა კვლევის ჯგუფმა ჩაატარა, ევროპისა და მსოფლიო ბანკის მოთხოვნების შესრულებაზე საბერძნეთში თანახმაა გამოკითხულთა თითქმის 48 %. 46% კი წინააღმდეგია. დანარჩენები ჯერ არ არიან გარკვეულები საკუთარ გადაწყვეტილებში.
საბერძნეთში მდგომარეობა დღითი დღე იძაბება.
დღეს ათენის ქუჩებში პოლიტიკური ტემპერატურა გაიზარდა.
დემონსტრაციებზე გამოსული ხალხი ორ ბანაკად არის დაყოფილი, ისინი, ვინც პრემიერის პოლიტიკას იზიარებენ და ისინი, ვინც მისი წინააღმდეგი არიან.
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა მარტინ შულცმა მკაცრად გააკრიტიკა საბერძნეთსა და ევროკავშირს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების მსვლელობის პროცესისადმი საბერძნეთის მთავრობის დამოკიდებულება. ის თვლის, რომ საბერძნეთმა საკუთარ შანსები ბოლომდე არ გამოიყენა ქვეყანაში მდგომარეობის გამოსასწორებლად.

banner
წინა სტატიაშიციპრასმა კრედიტორთა გეგმაზე უარის თქმისკენ მოუწოდა ბერძნებს
შემდეგი სტატიაჟირინოვსკი: სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტობისკენ მიდის (VIDEO)