ცენტრალური სადაზვერვო ბიუროს უფროსის ფოსტა სკოლის მოსწავლემ გატეხა

ცენტრალური სადაზვერვო ბიუროს უფროსის ფოსტა სკოლის მოსწავლემ გატეხა

ცენტრალური სადაზვერვო ბიუროს უფროსის ფოსტა სკოლის მოსწავლემ გატეხააშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო ბიუროს უფროსის ჯონ ბრენანის ელექტრონული ფოსტა სკოლის მოსწავლემ გატეხა – ამის შესახებ აშშ-ს სპეცსამსახურებმა განაცხადეს. თვითონ ჰაკერმა ანონიმური ინტერვიუ მისცა New York Post-ს, სადაც ის ამბობს, რომ ბრენანის სამუშაო ფაილები აღმოაჩინა.
გაზეთში ახალგაზრდა ჰაკერს “ნარკომანი-მოსწავლე” უწოდეს, რომელიც აშშ-ს საგარეო პოლიტიკით არ არის კმაყოფილი. პრესაში მისი იდენთიფიცირება არ ხდება. ჰაკერის ტვიტერ გვერდზე, როგორც გაზეთი წერს, შესაძლებელია ბრენანის კონტაქტების, მისი სატელეფონო ნომრების და დაზღვევის ბარათის ნომრის მოძიება.
ცენტრალური საგამოძიებო ბიუროს ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა, მათ გატეხილი ფოსტის შესახებ ინფორმაცია არ დაუდასტურებიათ.
“ნარკომანი-მოსწავლის” თქმით, მან ასევე გატეხა უშიშროების მინისტრის ჯეხ ჯონსონის ელექტრონული ფოსტა.

banner
წინა სტატიაშიმგზავრის სხეულში, რომელმაც მეზობელს უკბინა, კონტეინერები აღმოაჩინეს
შემდეგი სტატიასაპროკურორო საბჭო პირველად 29 ოქტომბერს შეიკრიბება