ცენტრალური საარჩევნო კომისია ბრალდებებს პასუხობს

კონსტიტუციონალისტებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მხრიდან დღეს გაკეთებულ განცხაებებს ცენტრალური საარჩევნო კომისია ეხმაურება.

რამდენიმე წუთის წინ ცესკო-ში განმარტებები გაკეთდა. განცხადება ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ გააკეთა. რომელიც აცხადებს, რომ კონსტიტუცია არ დარღვეულა და შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული. მეტის ანა მიქელაძე აცხადებს, რომ სასამართლოს ეს საკითხი არც კი განუხილავს.

“საკონსტიტუციო სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია იმ ნორმებთან დაკავშირებით რომლების შუალედურ არჩევნებს შეეხება. აღსანიშნავია, რომ ეს ორი მანდატი არის პარლამენტის შემადგენელი ნაწილი. ეს შუალედური არცევნები არის 1 ოქტომბრის შემადგენელი ნაწილი და შესაბამისად ტარდება იმ საზღვრებში რა საზღვრებიც იყო 2012 წლის 1 ოქტომბერს,” – აცხადებს ცესკო-ს პრესსპიკერი ანა მიქელაძე.

banner
წინა სტატიაშიეკა ტყეშელაშვილი: ბატონ ბიძინას სურს, ქვეყნის საგარეო პოლიტიკა გაცილებით მჭიდროდ გააკონტროლოს
შემდეგი სტატიათამაზ მეჭიაური: პრეზიდენტს უნდა, რომ ხავერდოვნად გადაიბაროს, ან ხელისუფლება ნაციონალურ მოძრაობასთან გაიყოს