ცეკვის სკოლა „ფუტკრების“ გამო დაიხურა

ორენბურგის საცეკვაო სკოლა Kredo, სადაც დაიდგა ცეკვა „ფუტკრები და ვინი პუჰი“, არაერთგვაროვანი რეაქციის შემდეგ ადგილობრივი მთავრობის რეკომენდაციით დროებით დაიხურა.
რამდენიმე ხნის წინ ინტერნეტში გაჩნდა ვიდეო-რგოლი „ფუტკრები და ვინი-პუჰი“, სადაც არასრულწლოვანი გოგონები ფუტკრების კოსტუმში დინამიურ ეროტიულ ცეკვას ასრულებენ, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი თეძოების ეროტიული მოძრაობებია.
რგოლმა მძაფრი რეაქცია გამოიწვია ინტერნეტ-მომხმარებლებსა და საზოგადოებაში. ცეკვას, რომელიც ვიდეო-რგოლშია გადაღებული, რუსეთის პროკურატურა და საგამოძიებო დეპარტამენტი სწავლობს, რადგანაც, როგორც იტყობინებიან, ჩანაწერში მოცემულია „გარყვნილი მოძრაობები“, რომელსაც არასრულწლოვანები ასრულებენ.
ორენბურგის ადმინისტრაციაში დღეს ქალაქის ხელმძღვანელის, ქორეოგრაფების პროფკავშირის, საცეკვაო სკოლის ხელმძღვანელის, კულტურის სახლის დირექტორის და მოცეკვავე გოგონების მშობლებთან ერთად კრება გაიმართა.
მოცეკვავეების მშობლების თქმით, ისინი არ არიან მსგავსი ცეკვის წინააღმდეგი.
სკოლა დროებით დაიხურა.

https://youtu.be/XdtzZQv1BEY

banner
წინა სტატიაშიTimes-ის მკითხველმა პუტინი მსოფიოში ყველაზე გავლენიანად დაასახელა
შემდეგი სტატია“პანკისში სისხლის ღვრაა მოსალოდნელი,” – ზაალ კასრელიშვილი