“ცდილობენ, თითიდან გამოწოვილი ინფორმაციით ხალხი შეცდომაში შეიყვანონ” – ნარმანია ოპოზიციის ბრალდებებს პასუხობს

დედაქალაქის მერი საკრებულოს უმცირესობის დღევანდელ ბრალდებებს პასუხობს. დავით ნარმანია მიიჩნევს, რომ მიუხედავად უამრავი წინააღმდეგობისა მერიამ ბოლო თვეების განმავლობაში ინტენსიურად იმუშავა და იმაზე ბევრად უკეთესი მაჩვენებლები დადო, ვიდრე ეს ყოფილი ხელისუფლების მმართველობის დროს იყო.

“იციან, რომ ხვალ ამ ყველაფრის შესახებ მექნება ძალიან საინტერესო ანგარიში და წინა დღეს ცდილობენ, რომ თითიდან გამოწოვილ ინფორმაციებზე დაყრდნობით ხალხი შეიყვანონ შეცდომაში, მაგრამ არ გამოუვათ. ხვალ ძალიან საინტერესო ანგარიში გველოდება თბილისის საკრებულოში.”

შეგახსენებთ, რომ ხვალ თბილისის საკრებულოში დედაქალაქის მერს ანგარიშის მოსასმენად ელოდებიან.

დავით ნარმანიას წარმომადგენლობით ორგანოში მისვლამდე ერთი დღით ადრე საკრებულოს ოპოზიციამ სპეციალური ბრიფინგი გამართა, სადაც ის კორუფციასა და უმოქმედობაში დაადანაშაულა.

banner
წინა სტატიაშირაში ხარჯავს ნარმანია თბილისელების ფულს? – საკრებულოს უმცირესობამ ბრიფინგი გამართა
შემდეგი სტატიარიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა აღდგენილია