ცაგერში სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს

ცაგერში, სოფელ ოყურეშში ამ დროისათვის მაშველები მუშაობენ. როგორც “თაიმერს” შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, მდინარე რაჩხაში ჯომარდობისთვის შესული რუსი ტურისტების ჯგუფიდან ერთ-ერთი ნავიდან გადავარდა და მდინარის მეორე ნაპირზე მოექცა.
“მეორე ნაპირი მიუდგომელია და გადმოღწევა შეუძლებელია, რის გამოც ქალბატონს მაშველები ვერტმფრენით გადმოიყვანენ. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა”, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურა პატრულ-ინსპექტორ დავით ბერიკაშვილის დაკავებას უარყოფს
შემდეგი სტატიამუჟავას გამგებლის პირადი ინტერესები?