ჩხოროწყუ და წალენჯიხა გაზიფიცირებას ითხოვენ

11063118_1571361336482201_650704135_nჩხოროწყუს და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები 4500-მდე ოჯახი მიმართავს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს, ვიცე -პრემიერ კახა კალაძეს და ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს მოთხოვნით, რომ დაიწყოს ამ რაიონების გაზიფიცირება, რასაც შესაბამისი ხელმოწერებით ადასტურებენ, იტყობონება ,,თაიმერის,, კორესპოდენტი სამეგრელოდან. ამ თემის ინიციატორებად სახელდებიან   წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარები  ლევან ქარდავა და ვახტანგ ლემონჯავა.

საუბარია, თეკლათი-ჯიხაშკარი-ჩხოროწყუ-წალენჯიხის მაგისტრალური გაზსადენის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებზე.

მოსახლეობის აზრით, ჩხოროწყუს და წალენჯიხის გაზიფიცირება აუცილებელია იმდენად, რამდენადაც ის ამ რაიონებში ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ პირობებს გააუმჯობესებს, ხელს შეუწყობს ბიზნესის განვითარებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ამ რაიონების გაზიფიცირების შემთხვევაში დიდი სარგებელი მიადგება ბუნებას, რადგან ყოველწლიურად შეშად მოხმარებადი ათასობით კუბური მეტრი ხე-ტყე მოჭრას გადაურჩება. ბოლო 10 წლის განმავლობაში მეწყერულ ზონად გამოცხადებული წალენჯიხის რაიონი, სპეციალისტების აზრით, სწორედ ფართომასშტაბიანი ხე-ტყის ჭრის გამოა ამ დღეში.

საინფორმაციო სააგენტო ,,თაიმერი,, მომავალშიც აპირებს თვალ-ყური მიადევნოს ამ თემას და ფართოდ გააშუქოს ამ რაიონების მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მოთხოვნებისადმი სახელმწიფო სტრუქტურების დამოკიდებულება.

banner
წინა სტატიაშიღვთისადმი მადლიერების დღე დაწესდა
შემდეგი სტატიასააკაშვილმა თავისუფლების მოედანზე ჩატარებული აქციის მასშტაბები უკრაინულ მაიდანს შეადარა