ჩრდილოეთ კორეა ძალიან საშიში ხდება… სამხრეთი შოკშია

150509184949_north_korea_missile2_624x351_reutersჩრდილოეთ კორეული საინფორმაციო წყაროები აქვეყნებენ ფოტოს, სადაც ამ ქვეყნის პრეზიდენტი კიმ ჩენ ინი თვალს ადევნებს წყალქვესა ნავიდან ბალესტიკური რაკეტის წარმატებულ გაშვებას.
მიუხედავად იმისა, რომ ამ ინფორმაციის დამოუკიდებელი წყაროების მიერ ოფიციალური დადასტურება არ მომხდარა, სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ უშიშროების საბჭოს საგანგებო თათბირი მოიწვია და უსაფრთხოების ზომების გაძლიერებაზე მსჯელობენ…
ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს აგრეთვე აშშ, რომელმაც უკვე მოასწრო გაეკეთებინა ამ სიტუაციასთან დაკავშირებით განცხადება…
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი, ფხენიანის მიერ ბალესტიკური რაკეტის გამოცდსა განიხილავს, როგორც გაეროს სანქციების უხეში დარღვევას და მოუწოდებს ჩრდილოეთ კორეას თავი შეიკავოს ისეთი ქმედებებისაგან, რომელიც გამოიწვევს რეგიონში დაძაბულობის ექსკალაციას.
აღსანიშნავია, რომ აშშ-სა და სამხრეთ კორეის შეშფოთება, გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ ფხენიანს გააჩნია რამდენიმე ბირთვული ქობინა და წყალქვეშა ნავიდან ბალესტიკური რაკეტის გაშვების შესაძლებლობა, რაც აღმოსაჩენად დიდ სირთულეს წარმოადგენს, ჩრდილოეთ კორეას ძალიან საშიშ ხდის.

banner
წინა სტატიაში,,შვედ ბრეივიკს,, იბრაჰიმოვიჩის მოკვლა სურდა
შემდეგი სტატიათურქეთის ყოფილი პრეზიდენტი გარდაიცვალა