ჩრდილოეთ კორეა – ლოზუნგების ქვეყანა

ჩრდილოეთ კორეა - ლოზუნგების ქვეყანა

ჩრდილოეთ კორეა - ლოზუნგების ქვეყანაჩრდილოეთ კორეის შესახებ ექსპერტებმა დაახლოებით 310 ოფიციალური პატრიოტული ლოზუნგი დაითვალეს, რომლებიც ჩრდილოეთ კორეაში განთავსებულია შენობების ფასადებზე, გაზეთების პირველ გვერდებზე, საფოსტო მარკებზე ან სხვადასხვა ადგილას.
„გავხადოთ ჩვენი ქვეყანა ყველაზე ძლიერი,“ „არ დავივიწყოთ კლასობრივი ბრძოლის გაკვეთილები,“ „მუდამ გვახსოვდეს დიდი ლიდერები კიმ ირ სენი და კიმ ჩენ ირი“, „გავანადგუროთ მტრები უკანასკნელ ადამიანამდე, რომ კაპიტულაციაზე ხელის მოწერა არ მოგვიხდეს“.
ეს ლოზუნგები ქვეყანაში დიდი ხანია არის, მაგრამ ბოლო დროს გაჩნდა სხვა სახის მოწოდებები : „ვიმღეროთ სიმღერა დიდ თევზჭერაზე, გავზარდოთ თევზის და ზღვის პროდუქტების წარმოება“, „გავხადოთ სამშობლო სოკოს ქვეყნად,“ „მოვფინოთ ჩვენი ქვეყანა ხეებით და ყვავილებით, რომ რომ ვაშლი ესხას ყველგან, მისი არომატი კი ჰაერს აბრუებდეს.“

ჩრდილოეთ კორეა - ლოზუნგების ქვეყანა
რას უნდა ნიშნავდეს ახალი ტიპის ლოზუნგების გაჩენა? შეკითხვას ესქპერტები სვამენ. შეფილდის უნივერსიტეტის პრიოფესორი ჯეიმს გეისონი ფიქრობს, რომ შესაძლებელია ახალი ტიპის ლოზუნგი პირდაპირ კავშირში იყოს სამომხმარებლო პროდუქტების არასაკმარის რაოდენობასთან. მთავრობა ჩვეული წესით კი ხალხს მიუთითებს კონკრეტულ პრობლემებზე და იქვე სთავაზოებნ მათი შესაძლო გადაჭრის გზებს.
1948 წელს კორეის მოსახლეობა რამდენჯერმა შიმშილის ზღვარზე აღმოჩნდა. ახლა ზოგად სიღარიბეს სოციალური ფენების წარმოქმნაც დაემატა. ჩნდება უცხოური მაღაზიები და საწარმოები, ფხენიანის პრესტიჟულ კვარტალებში მხოლოდ რამდენიმე რჩეულს შეუძლია თანამედროვე ცივილიზაციის მიღწევებით ისარგებლოს, ან რესტორნებს და კაფეებს ეწვიოს, განთქმული დიზაინერების ტანსაცმელი ჩაიცვას.

ჩრდილოეთ კორეა - ლოზუნგების ქვეყანა
მთავრობას აქცენტების კონკრეტულ თემებზე გადატანა სჭირდება – ფიქრობენ ექსპერტები. „აგიტაცია ტოტალიტარული იდეოლოგიის რეჟიმების მქონე ქვეყნების სტილია, მაგრამ ჩრდილოეთ კორეამ ზოგადი ყველა რეკორდი მოხსნა. სხვათა შორის, სამხრეთ კორეამაც 1960, 1970 წლებში მოდერნიაზია ლოზუნგებით დაიწყო“ – წერს ჯეიმს გეისონი.
როგორც ცნობილია, ლოზუნგებს სპეციალური კომისია ადგენს, მაგრამ მიმართულებების მიცემა და შედეგის დამტკიცება, მხოლოდდამხოლოდ ქვეყნის პირველი პირის პრეროგატივაა.

banner
წინა სტატიაშიობამას გამოსვლისას მოსამართლეს დაეძინა
შემდეგი სტატიაეკონომიკის მინისტრად ლევან ვასაძე ინიშნება?